

არასამთავრობო ორგანიზაცია „კულტურა და კონტაქტები“ 18-დან 30 წლამდე ასაკის მოყვარულ და პროფესიონალ ფოტოგრაფებს იწვევს ფოტოკონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
ფოტოკონკურსი მიზნად ისახავს საქართველოში ფოტოგრაფიის, როგორც თანამედროვე ხელოვნების დარგის, განვითარებას და ახალგაზრდა ფოტოგრაფების პროფესიული ზრდის ხელშეწყობას, მათი გამოვლენით, მხარდაჭერითა და გაძლიერებით.
კონკურსის თემაა: „საქართველო – ფოტოებით მოთხრობილი ისტორიები“.
მონაწილეები თავისუფალნი არიან თემის ინტერპრეტაციაში, კრეატიულ მიდგომასა და ნამუშევრის ესთეტიკაში.
კონკურსის ჟიური ფოტოგრაფიის სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული პროფესიონალებისგან შედგება:
კონკურსში განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 31 იანვარი. გამარჯვებულთა ვინაობა 2021 წლის გაზაფხულზე გახდება ცნობილი.
კონკურსის კატეგორიები და ჯილდოები
კონკურსის ფარგლებში შესაძლებელია, როგორც დასრულებული, ასევე მიმდინარე ფოტო პროექტების გამოგზავნა. ფოტო სერიები შეიძლება იყოს ნებისმიერი ჟანრიდან – დოკუმენტური, კონცეპტუალური, რეპორტაჟი.
კონკურსანტებმა უნდა მიუთითონ თუ რომელ კატეგორიაში იღებენ მონაწილეობას. ფოტო კონკურსის კატეგორიებია:
კონკურსის პრიზები:
პრიზები პროფესიონალ ფოტოგრაფთა კატეგორიაში გამარჯვებულთათვის:
პრიზები მოყვარულ ფოტოგრაფთა კატეგორიაში გამარჯვებულთათვის:
პრიზები ერთი კადრის კატეგორიაში გამარჯვებული მონაწილეებისთვის:
ფოტოკონკურსი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერითა და საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით ტარდება.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს – www.kiuphoto.com ან დაუკავშირდით საკონტაქტო პირს, მირა გრიგალაშვილს – info@kiuphoto.com, ტელ.: 595 59 60 30.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,