

საქართველოს მასშტაბით განხორციელებულ აქციას „არა ძალადობას“ ხარაგაულის მუნიციალიტეტიც შეუერთდა. გაიმართა აქცია, სადაც საზოგადოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ უნდა შეიცვალოს საზოგადოების მიდგომა ძალადობის მიმართ. უცილებელია ძალადობაზე დროული რეაგირება საზოგადოებისგან.
ძალადობის თემაზე გაიმართა ხარაგაულის კინოთეატრში საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა, რომელსაც უძღვებოდა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორი კობა სირაძე. მისი თქმით, საზოგადოებაში დამკვიდრებულია აზრი, რომ ოჯახური ძალადობა მხოლოდ ფიზიკური შეურაცხყოფაა, მაგრამ არსებობს ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობა. ძალადობად ითვლება ასევე ქცევის კონტროლი. ბოლო ექვსი თვის მანძილზე საქართველოში ოჯახური ძალადობის შედეგად გარდაცვლილია 23 ქალი.
სტატისტიკური მონაცემებით ოჯახური ძალადობა ხშირ შემთხვევაში ხდება მატერიალურად გაჭირვებულ და ისეთ ოჯახებში, სადაც მამაკაცი უმუშევარია ან აქვს ნაკლები შემოსავალი.
ძალადობის გამომწვევი მიზეზები ძალიან ბევრია, – აღნიშნა კობა სირაძემ, – ერთ-ერთი მიზეზია საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ „ოჯახის საქმე არ უნდა გავიდეს ოჯახის გარეთ.“ ქალების უმრავლესობა ცდილობს მეუღლეზე, ამ შემთხვევაში მოძალადეზე, ინფორმაცია არ გახდეს ცნობილი სამართალდამცავებისათვის.
ოჯახური ძალადობა შეიძლება გამოწვეული იყოს ბავშვობის დროინდელი ტრავმით, – თუ ბავშვი ოჯახში ოჯახური ძალადობის მომსწრეა, ხშირ შემთხვევაში ის თავად ხდება მოძალადე.
2012 წლამდე საქართველოს კანონმდებლობაში არ იყო ჩანაწერი, თუ რა ითვლებოდა ოჯახურ ძალადობად და რა სასჯელს ითვალისწინებდა ეს დანაშაული. 2012 წლის ზაფხულში შეიტანეს ცვლილება კანონში – ოჯახური ძალადობის შედეგი შეიძლება იყოს სხეულის დაზიანება, მკვლელობა ან მსგავსი მძიმე დანაშაული. აქედან გამომდინარე, ყველა ასეთი ქმედება ოჯახის წევრის მიერ ითვლება ოჯახურ ძალადობად და არის დასჯადი.
საქართველოში პრემიერ-მინისტრის მიერ შექმნილია ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მთავრობის წევრები, შსს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და განათლების სისტემის წარმომადგენლები, რომლებიც მუშაობენ ოჯახური ძალადობის თემებზე, რათა მოახდინონ ოჯახური ძალადობის პრევენცია. მომავალში ოჯახური ძალადობის ფაქტებზე სასჯელის გამკაცრდება.
ძირითადი პრობლემები, რომელსაც ვაწყდებით ოჯახური ძალადობის ფაქტებზე გამოძიების პროცესში, მომდინარეობს დაზარალებულიდან. ისინი მომართავენ სამართალდამცავ ორგანოებს მათზე განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე, მაგრამ შემდეგ აღარ თანამშრომლობენ გამოძიებასთან და ცდილობენ მოძალადეს აარიდონ სასჯელი და პასუხისმგებლობა. ასეთ შემთხვევებში სასჯელი მკაცრია იმ პირის მიმართ, რომელმაც შემოიტანა განცხადება ოჯახურ ძალადობაზე, – არ შეიძლება შემოტანილი განცხადების უკან გამოთხოვა ან ჩვენების შეცვლა.
ოჯახურ ძალადობაზე სასჯელი შეიძლება იყოს სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული. იმ შემთხვევაში, როდესაც არ არის არც სისხლის სამართლისა და არც ადმინისტრაციული დანაშაული, ძალადობის ფაქტზე შეიძლება გამოიცეს შემაკავებელი ან დაცვის ორდერი.
პროკურორმა კობა სირაძემ შეხვედრის ბოლოს უპასუხა საზოგადოების შეკითხვებს ოჯახური ძალადობის თემაზე და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები აუცილებლად გაიმართება ახალგაზრდებთან და უფროსკლასელებთან.
თამთა გოგოლაძე
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ
ხარაგაულელი ზაური ბერაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში,