

მოქალაქე რუსუდან გურგენიძემ 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის საკრებულოში განხილვისას იკითხა, თუ რატომ არ გაითვალისწინეს 2015 წლის ბიუჯეტში მის მიერ წარდგენილი შშმ ბავშვთა დღის ცენტრის შექმნის პროექტი. მისივე ინფორმაციით, 2014-2016 წლების სახელმწიფო პროგრამის თანახმად, რომელიც პრემიერ-მინისტრმა დაამტკიცა, ყველა მუნიციპალიტეტი ვალდებულია, რომ შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის მთელი რიგი ღონისძიებები გაატაროს. „დავაყენე საკითხი ხარაგაულში შშმ ბავშვთა დღის ცენტრის შექმნაზე. თუ რამე პრობლემა იყო, გეთქვათ, რა პარამეტრები შემეცვალა პროექტში. ამბობთ, რომ 100 ათასი ლარი ცოტაა ფეხბურთის გუნდისთვის. კი ბატონო, დააფინანსეთ ფეხბურთი, მაგრამ რა ქნას იმ შშმ ბავშვმა, რომელიც გარეთ ვერ გამოდის. ბიუჯეტი უკვე ფორმირდება და მინიმალური თანხა გაგეთვალისწინებიათ ამ მიმართულებით. შემდეგ მოვიპოვებდით დაფინანსებას ჯანდაცვის სამინისტროდან, ხოლო მომავალში – გრანტებს საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.
ჩვენ შშმ ბავშვებს ვეუბნებით უარს. კი ბატონო, იყავით პასუხისმგებელი თქვენი ამომრჩევლის წინაშე,“ – აღნიშნა რუსუდან გურგენიძემ.
საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე აღნიშნავს, რომ შშმ ბავშვთა დღის ცენტრის სექმნის აუცილებლობაზე ყველა თანხმდება. „ჩემი პოზიციაა, რომ ამ საქმეში მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ პროექტის ავტორს და არც დეპუტატები არიან განსხვავებულ პოზიციაზე. ამისთვის თანხების მობილიზება და პროექტის დაკორექტირება აუცილებელია.“
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ
ხარაგაულელი ზაური ბერაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში,