
შოთა გოლუბიანმა ამასწინათ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ფოტოები გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ბეჭდების მბრძანებელი აქ უნდა გადაღებულიყოო, – წერს სოციალურ ქსელში მირიან შარიქაძე, – წარსულს ვერ შევცვლით, მაგრამ მომავალში ნამდვილად შეგვიძლია ამ უდიდესი ბიზნესით სარგებელის მიღება.
ტოლკინის ლეგენდა 2001 წელს გაცოცხლდა, ახალ ზელანდიაში (რასაც ჰობიტის ტრილოგიაც მოჰყვა). თავი რომ დავანებოთ უშუალოდ სერიების გადაღებისას მიღებულ ეკონომიკურ სარგებელს, ქვეყანა „ბეჭდების მბრძანებელის“ ტურებისგან ყოველწიურად ხეირობს.
მატამატას რაიონში 5 ჰექტარზე განლაგებულია კინოში გამოყენებული ინფრასტრუქტურა, დაწყებული გოლუმის 13-მეტრიანი კიბიდან, დამთავრებული სოფელ ჰობიტონამდე. ტურის ღირებულება განსხვავებულია და მინიმალური ფასი ერთ კაცზე 4,000 დოლარიდან იწყება. ტოლკინის ყველა ფანის ოცნება ამ ადგილების მონახულებაა. ამ ოცნების ახდენის შედეგად მატამატას რაიონი ყოველწლიურად 80 მილიონ დოლარამდე შემოსავალს ღებულობს.
ახალი ზელანდია კინოინდუსტრიას დიდ ყურადღებას აქცევს და გადამღებ კომპანიებს სხვადახვა სახის სუბსიდიებსაც სთავაზობს. თუმცა, მთავრობის თქმით, თითოეულ დახარჯულ დოლარს 2.58 დოლარი შემოაქვს, ანუ სუბსიდია გამართლებულია.
ზელანდიაშივე გადაიღებენ „ბეჭდების მბრძანებელის“ თემაზე (წინა ეპოქა, ნუმენორი) ამაზონის სერიალს, რომელიც 10 მილიარდამდე დაჯდება და რომ არა კორონა, კარგი პროგრესიც უნდა ყოფილიყო უკვე გადაღებების პროცესში.
მოკლედ, ჩემო შოთა, ეს დიდებული ფილმი ხარაგაულში რომ გადაღებულიყო, ჩვენს ბედს არც ძაღლი დაჰყეფდა, არც ვარგი და არც ორკი“, – წერს მირიან შარიქაძე.
„ფაქტია, უმეტესწილად, გადაღების ადგილები უბრალო ლოკაციად რჩება, – პასუხობს შოთა გოლუბიანი, – ქვეყნები და ადამიანები, ვინც ამ თემასაც დამატებით უმნიშვნელოვანეს შემოსავლის წყაროდ აქცევს, სწორი მენეჯმენტის და პიარის პირობებში, ძალიან ცოტაა. ჰოდა, შენსავით რაციონალურადაც ცოტას აქვს ნაფიქრი რესურსი დიდია. იმედია, მოვა ეგ დროც, ჩვენს ბედს რომ აღარ დაჰყეფენ“.
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის