

ვახანის საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა მშობლებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორს ირმა სებისკვერაძეს განცხადებით მიმართეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ვახანის ბაღის აღმზრდელები საკრებულოს წევრმა თორნიკე ავალიშვილმა დაადანაშაულა ბავშვების მიმართ არასათანადო მოპყრობაში. „სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. კატეგორიულად მოვითხოვთ, საკრებულოს დეპუტატმა თორნიკე ავალიშვილმა, დაამტკიცოს აღნიშნული ბრალდება.“ განცხადებას ხელს 16 აღსაზრდელის მშობელი აწერს.
ნანა ბერაძე, მშობელი: -გაზეთი წავიკითხე და აღშფოთებული დავრჩი. სახლში ბავშვი სითბოთი და სიყვარულით საუბრობს მასწავლებლებზე. შაბათ-კვირასვეღარ ძლებს ბაღის გარეშე. კარგი გარემო რომ არ იყოს, აქ მოსვლის სურვილი არ ექნება. მადლობის მეტი რა მეთქმის.
ნინო ღონღაძე, მშობელი: -ჩემი ინიციატივა იყო, რომ მაშინვე რეაგირება მოგვეხდიანა ცილისწამებაზე. ველოდით, რომ ბატონი თორნიკემოვიდოდა, შეგვხვდებოდა მშობლებს და განგვიმარტავდა, რა მოხდა, რის საფუძველზე მიაწოდა ეს ინფორმაცია საკრებულოს. ერთმანეთში ვისაუბრეთ მშობლებმა,რის საფუძველზე უნდა თქმულიყო ასეთი რამ. კატეგორიულად მოვითხოვთ განმარტებას, რატომ მოგვცხო ჩირქი.
ნათია ფარულავა, მშობელი: -ცუდად რომ ექცეოდნენ აღმზრდელები, ბავშვი იტყოდა სახლში. რამე პრობლემა რომ ყოფილიყო, პირველ რიგში, ვეტყოდით აღმზრდელებს, გამგეს და მერე სხვას. საიდან მოდის ეს ბრალდება, საიტერესოა.
ვახანის საბავშვო ბაღის თანამშრომლები მაია მაღრაძე, ელზა ფერაძე, სოფო კოპაძე, მაგული გუგუნაშვილი მიიჩნევენ, რომ ეს ცრუ ბრალდებაა. „ჩვენ გაგვსაუბრებოდა ჯერ, თუ გული შეტკივა აღსაზრდელებზე და მერე განეცხადებინა სახალხოდ,“ – ამბობენ ბაღის თანამშრომლები.
თამარ შარიქაძე, ვახანის საბავშვო ბაღის გამგე: -პოლიტიკოსი რომ იტყვი რაღაცას, უნდა ჰქონდეს დამტკიცების თავი. ამდენი ხანი რატომ არ ასახელებს კონკრეტულ სახელებსა და გვარებს ბატონი თორნიკე. ეს პატარა ამბავი ხომ არ არის, მთელმა ქვეყანამ გაიგო, რომ თურმე აღსაზრდელებს ცუდად ვეპყრობით. პოლიტიკოსებმა ჯობია აკეთონ თავისი საქმე, მაგრამ არა ჩვენი აღსაზრდელების ხარჯზე. აუცილებლად უნდა დაასაბუთოს მაშინ ასეთი სერიოზული ბრალდება.
ვითხოვთვახანის მაჟორიტარი დეპუტატისმერაბ ღონღაძისგან, რომ დაიცვას ჩვენი უფლებები. ის ჩვენი წარმომადგენელია საკრებულოში, ავირჩიეთ და იზრუნოს ჩვენზე.
15 აღსაზრდელის მშობლის განცხადება მივიღეთ, რომ ვახანის საბავშვო ბაღში გაიხსნას მეორე ჯგუფი. სამი წლის ასაკის ზემოთმივიღეთ აღსაზრდელები. საბავშვო ბაღის გახსნამ პოზიტივი შემოიტანა სოფელში. შემცირდება მიგრაცია. ჩემზე და ჩემს თანამშრომლებზე რაც იქნება დამოკიდებული,ყველანაირად ვეცდები, რომ ქალაქელ ბაშვებს არ ჩამოუვარდებოდნენ აქაურები. ვგეგმავთ სხვადასხვა ღონისძიებებსა და პრეზენტაციებს. დიდი მადლობა მშობლებს თანადგომისთვის.
პოლიტიკოსი უნდა იყოს საკუთარ სიტყვებზე პასუხისმგებელი. სახალხოდ დაწეროს, რა ფაქტებია და ან გაზეთით მოიხადოს ბოდიში.
P.S.გაზეთის მომზადების პროცესში დავუკავშირდით ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორ ირმა სებისკვერაძეს და დავინტერესდით, რა რეაგირება მოჰყვა მისი მხრიდან საკრებულოს წევრის მიერ გაჟღერებულ ბრალდებას. ირმა სებისკვერაძის ინფორმაციით, მანოფიციალურიწერილითმიმართადეპუტატ თორნიკე ავალიშვილს. პასუხიკიმისგანჯერჯერობითარმიუღია.
ნინო კაპანაძე
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ
ხარაგაულელი ზაური ბერაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში,