

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, ხარაგაულში, ბოლო 48 საათში კორონავირუსი 15 ხარაგაულელს დაუდასტურდა.
ახალი შემთხვევები დაფიქსირდა დაბა ხარაგაულში, საბეში, ღარიხევში, ლაშეში, ვარძიაში, ზვარეში, ჯაფაროულში, საღანძილეში, ღორეშაში, ლეღვანში, ვერტყვიჭალაში, ბაზალეთში, საქასრიასა და ვახანში.
ხარაგაულში კორონავირუსის პირველი შემთხვევიდან დღემდე სულ 153 ინფიცირებულია, მათგან 45 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 108 აქტიური შემთხვევიდან საავადმყოფოში 3 პაციენტი მკურნალობს; დანარჩენები ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 189 პირი იმყოფება.
„ამჟამად ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ე.წ. „სწრაფი ტესტები“ ტარდება. ამიტომ დღის განმავლობაში ეს მონაცემი, შესაძლოა, გაიზარდოს“, – ამბობს ჯანდაცვის ცენტრის ექიმი ნინო ყიფშიძე.
ნინო კაპანაძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,