

დღეს, 24 ნოემბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა.
ხარაგაულში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებთან ერთად მერის რიგგარეშე არჩევნებიც ჩატარდა. კობა ლურსმანაშვილი კენჭს პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან“ იყრიდა.
#48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიიდან მოპოვებული ინფორმაციით, კობა ლურსმანაშვილმა 7 239 ხმა მიიღო. მერის რიგგარეშე არჩევნებში 13 529 ამომრჩეველი მონაწილეობდა. საოლქო კომისიის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, ბათილი იყო 499 ბიულეტენი.
ხარაგაულის გამგებლის თანამდებობას კობა ლურსმანაშვილი 2013-2016 წლებში იკავებდა. 2016 წელს ის ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა.
ბოლო პერიოდში კვლავ დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც უცნობი პირები
„ახლა შემოდგომაა და სოფელში განსაკუთრებით
გარემოსდაცვითი ზედამხედელობის დეპარტამენტის იმერეთის
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება
22 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის