ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი, 2015 წელს ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 109 ათასი ლარით დაფინანსდება. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორის მაია ბლუაშვილის ინფორმაციით, მოსწავლეთა სახლში გაიხსნება კინოფილმების სტუდია და აღიჭურვება შესაბამისი აპარატურით.„ხარაგაულში „პიონერფილმის“ სტუმრობისასჩვენმა მოსწავლეებმა პიონერფილმის წევრებთან ერთად გადაიღეს ხუთი მოკლემეტრაჟიანი ფილმი. სამი მათგანი 2015 წლის აპრილში დაგეგმილი ფესტივალის მონაწილეა. ამ პროექტმა ძალიან გაამართლა,“ – ამბობს მაია ბლუაშვილი.