ახალგაზრდულ კლუბს ნინო ჭიპაშვილი ხელმძღვანელობს. რა მიზნები აქვთ, რა აქტივობები განახორციელეს და რას გეგმავენ მომავალში, – ამ საკითხებზე ნინო ჭიპაშვილს ვესაუბრეთ.
„ახალგაზრდული კლუბის ხელმძღვანელობა ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორმა გიორგი მუხურაძემ შემომთავაზა, – ამბობს ნინო ჭიპაშვილი, – დავთანხმდი, რადგან ბავშვებთან ურთიერთობა ძალიან მიყვარს და შეიძლება ითქვას, კარგადაც გამომდის. ხარაგაულის სკოლებიდან ჩვენს კლუბში 15 მოზარდი გაერთიანდა. ისინი მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები არიან. ბევრი იდეა და გეგმა გვაქვს, თუმცა ამ ეტაპზე, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, საქმიანობა შევაჩერეთ“.
კლუბმა ორი პროექტი განახორციელა. აქედან ერთი პროექტის მიზანი გახლდათ ბუნების დაცვის კუთხით მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება, მეორე პროექტის – ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია.
„ჩვენი მიზანია ხარაგაულელი ახალგაზრდების გააქტიურება და სხვადასხვა მიმართულებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, – ამბობს ნინო ჭიპაშვილი, – ისლართან ახლოს დაბინძურებული ხეობა დავასუფთავეთ. ბავშვებმა დაუზარებლად იშრომეს. შემდეგ იქ გავაკეთეთ ბანერი წარწერით – „დატკბი სუფთა ხეობით“. არა მგონია, დასუფთავებული გარემო კვლავ დააბინძურონ.
მეორე პროექტი ემსახურებოდა ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას და ხარაგაულელებისათვის პოზიტიური განწყობის შექმნას. ხარაგაულის ქუჩებში გამოვედით ველოსიპედებით და ბანერებით, სადაც პოზიტიური მოწოდებები ეწერა. ვიმედოვნებთ, რომ გაზაფხულიდან მაინც შევძლებთ დაგეგმილი ღონისძიებების ჩატარებას.
გვინდოდა პროექტის – „წარმატების გასაღები“ განხორციელება. თვეში ერთხელ ვაპირებდით წარმატებული და აქტიური ხარაგაულელების მოწვევას, რომლებიც ხარაგაულში არ ცხოვრობენ. გავმართავდით შეხვედრებს და ისინი თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებდნენ ახალგაზრდებს.
ახლო მომავალში ხარაგაულში „კედლის მხატვრობის“ განვითარებას ვგეგმავთ. ადმინისტრაციულ შენობასთან ახლოს ვაპირებთ კედლის მოხატვას.
საახალწლოდ გვინდა სოციალური პროექტის განხორციელება – დავამზადებთ კალენდრებს, სადაც ჩვენი გადაღებული ფოტო იქნება დაბეჭდილი. შემოსული თანხით სოციალურად შეჭირვებულ ადამიანებს დავეხმარებით. ვიმედოვნებ, სიტუაცია დამშვიდდება და საქმიანობას კვლავ აქტიურად გავაგრძელებთ“.
ლიკა ხიჯაკაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.