

ხვალ, 28 ნოემბერს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები დაამტკიცებენ რეგიონებში განსახორციელებელ სახელმწიფო ფონდიდან დასაფინანსებელ პროექტებს.
გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მალხაზ ფხალაძის ინფორმაციით, დაგეგმილია დაბა ხარაგაულში სამგლიის სერზე მშენებარე საავადმყოფოსა და დევდარიანის, ჭიპაშვილისა და გურამიშვილის ქუჩების ნაწილის წყალმომარაგების საკითხის მოგვარება. პროექტის საერთო ღირებულებაა 150 00 ლარი.
მეორე პროექტი, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან წარედგინება რეგიონალური განვითარების სამინიტროს, ხარაგაული-ბაზალეთი-უბისის გზის მოასფალტებაა. პროექტი სამწლიანია და მისი საერთო ღირებულებაა 4 200 000 ლარი.
პროექტების დამტკიცების შემდეგ ხარაგაულის მუნიციპალიტეტს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან გადმოეცემა ამ პროექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშაოების შესყიდვის თანხა.
ფოტოზე: ხარაგაულის საავადმყოფო სამგლიის სერზე აშენდება
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,