ამერიკაში ტრადიციულად იმართება დღესასწაული „მადლიერების დღე“.

კარგი იქნებოდა, ჩვენთანაც რომ იყოს ასეთი დღე, რაც ქართველებს დღეს ძალიან გვჭირდება.

დიდი მადლიერების დღედ ჩაითვლება ის დღე, როცა ჩვენს ხეობაში საუკუნის პროექტის მაგისტრალის მშენებლობის განხორციელება დაიწყო ჩვენს. უამრავი ადამიანი დასაქმდა. არამარტო ჩვენი ხეობის, არამედ საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები, რომელთა ცხოვრების პირობები საკმაოდ გაუმჯობესდა.

ჩვენი ხეობის მცხოვრებლები მასპინძლის როლში ვგრძნობთ თავს და უფრო მეტი მოგვეთხოვება.

ვაშლევის საჯარო სკოლის ტერიტორია ესაზღვრება ერთ-ერთი – მეცხრე გვირაბის მშენებლობას, რომელსაც აწარმოებს შპს „ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფის ფილიალი საქართველოში“ (უფროსი ბატონი სიანგიანგ დაი).

მათ დიდი სიყვარული, პატივისცემა და სიფრთხილე გამოიჩინეს სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეების მიმართ. ჩვენს შორის მეზობლობა, მეგობრობა ჩამოყალიბდა.

მადლიერზე მადლიერი დღე იყო ჩვენთვის 2020 წლის 20 ნოემბერი. დიდი საჩუქარი გაგვიკეთეს ჩვენმა მეგობრებმა – სკოლის შესასვლელ გზაზე ბეტონის საფარი დააგეს.

მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლების სახელით უდიდეს მადლობას ვუხდით ბატონ სიანგიანგ დაის, ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილეს თემურ უძილაურს, სოციალურ კოორდინატორს გოჩა კოპაძეს, ზედამხედველებს – გიზო კუკავაძეს, ჯონი გელაშვილს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში.

ქეთინო ლურსმანაშვილი

ვაშლევის საჯარო სკოლის დირექტორი