
საქართველოში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 104 732-ს მიაღწია.
ბოლო 24 საათში 3 856 პირი გამოჯანმრთელდა, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 85 639-მდე გაიზარდა.
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით 49 ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის, თბილისში – 24, აჭარაში – 13, იმერეთში – 7, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 1, ქვემო ქართლში – 3, შიდა ქართლში – 1 ადამიანი.
2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 976 გარდაცვალების შემთხვევა.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 048 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე გამოიყურება: თბილისში გამოვლენილია 1 602 შემთხვევა, აჭარაში – 447, იმერეთში – 772, ქვემო ქართლში – 223, შიდა ქართლში – 241, გურიაში – 114, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 389, კახეთში – 164, მცხეთა-მთიანეთში – 48, სამცხე-ჯავახეთში – 44, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 4.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 091. მათ შორის 6 189 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 774, აჭარაში – 1 021, იმერეთში – 1 241.
ამ ეტაპზე 864 პაციენტი მძიმეა, მათ შორის, თბილისში – 394, აჭარაში – 147, იმერეთში – 202. მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 386 პირი.
22 ნოემბრის მდგომარეობით, 3 449 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, 8 453 პირი საცხოვრებელ სახლში მკურნალობს, 2 159 ადამიანი საკარანტინე სივრცეებშია მოთავსებული.
56 608 ადამიანი თვითიზოლაციაშია, მათ შორის თბილისში – 16 201 პირი, აჭარაში – 18 088, იმერეთში – 5 313.
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის