ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის (დირექტორი დავით გელაშვილი) ინიციატივით სპორტსკოლაში გაიმართა კალათბურთის ჩემპიონატი ვაჟთა შორის.ჩემპიონატში მონაწილეობდნენ ხევის, ნადაბურის, ვერტყვიჭალის, ბორითის, ბორის საჯარო სკოლებისა და სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის კალათბურთელთა გუნდები. ფინალში ერთმანეთს ვერტყვიჭალისა და ბორის საჯარო სკოლების გუნდები დაუპირისპირდნენ.

გამარჯვება ვერტყვიჭალის გუნდს ხვდა წილად. მესამე ადგილზე ხევის საჯარო სკოლის გუნდი გავიდა.

თამთა გოგოლაძე

kalaTburT2 kalatburt-5 kalatburti kalatburti4 kalatburti6