
დღეს, 18 ნოემბერს, საქართველოში კორონავირუსის 3 433 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში 2 539 პირი გამოჯანმრთელდა და ამით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 71468-მდე გაიზარდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით 37 ადამიანი გარდაიცვალა; მათ შორის თბილისში – 19 ადამიანი, აჭარაში – 9, იმერეთში – 6, შიდა ქართლში – 1, ქვემო ქართლში – 1, ხოლო სამცხე-ჯავახეთში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე გარდაცვალების 815 შემთხვევა დაფიქსირდა.
რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე გამოიყურება: თბილისში დღეს გამოვლინდა კორონავირუსის 1 318 შემთხვევა, აჭარაში – 512, იმერეთში – 562, ქვემო ქართლში – 163, შიდა ქართლში – 178, გურიაში – 64, სამეგრელო და ზემო სვანეთში – 368, კახეთში – 85, მცხეთა-მთიანეთში – 54, სამცხე-ჯავახეთში – 106, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 33.
ეპიდემიოლოგები აღნიშნავენ, რომ, ჯერჯერობით, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა პანდემიით გამოწვეულ კრიზისს უძლებს, მიუხედავად გარკვეული ხარვეზებისა. ისინი ასევე ხაზს უსვამენ მოსახლეობის პასუხისმგებლობას და ამბობენ, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვის პრევენციის საფუძველი დამოკიდებულია სწორედ მოსახლეობისგან რეკომენდაციების დაცვაზე.
„საქართველოს ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის წინაშე არ არის, თუმცა დაძაბულობამ მოიმატა. ბევრი რამ მოქალაქეების თვითშეგნებაზეა დამოკიდებული; მაგალითად, სასწრაფო არამიზნობრივად არ უნდა გამოვიძახოთ; პირბადე ყველგან უნდა ვატაროთ.
თუ ჩვენ პირბადის მოხმარებას 95%-მდე ავიყვანთ, ინფექციის გავრცელებას 70%-ით შევამცირებთ. ამ ეტაპზე კი პირბადის მოხმარება მხოლოდ 55-60%-ია. გვენდეთ და დაგვიჯერეთ. ატარეთ პირბადე ყველგან, სადაც ხალხმრავლობაა. ასევე უმნიშვნელოვანესია პირბადის სწორად გამოყენება“, – ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე.
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის