
მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბერსა და მომავალი წლის იანვარ-თებერვალში მოქალაქეები კომუნალური შეღავათებით ისარგებლებენ.
კომუნალურ გადასახადებზე მთავრობის შეღავათები ყველა იმ მოქალაქეს შეეხება, ვინც ერთი თვის განმავლობაში 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიასა და 200 მ³-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარს.
იმ მოქალაქეებს, რომლებსაც კომუნალური სუბსიდირება ეხებათ, თუმცა შეღავათებით სარგებლობა არ სურთ, უარის დაფიქსირება სემეკის ვებგვერდზე www.gnerc.org/ge/covid-19 შეუძლიათ.
კომუნალურ შეღავათებზე უარის დაფიქსირება შესაძლებელია როგორც ყოველთვიურად – ყოველ თვეზე ცალ-ცალკე, ასევე ერთიანად, – ოთხივე თვეზე.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისგან გავრცელებული ინფორმაციით, კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმის პლატფორმის შექმნის საფუძველს წარმოადგენს იმ მოქალაქეთა გარკვეული ნაწილის მოთხოვნა, რომლებსაც, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მოხმარების მოცულობებიდან გამომდინარე, სუბსიდირება შეეხოთ.
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის