

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 3 117 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელებული ადამიანების რიცხვი ახალი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობას აჭარბებს. დღეს კორონავირუსი 3 638 პირმა დაამარცხა, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 68 929-მდე გაიზარდა.
დღეს 45 ადამიანი გარდაიცვალა; მათ შორის, თბილისში – 18, აჭარაში – 9, იმერეთში – 9, შიდა ქართლში – 2, ქვემო ქართლში – 5, კახეთში – 1, ხოლო სამცხე-ჯავახეთში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით 778 ადამიანია გარდაცვლილი.
რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე გამოიყურება: თბილისში გამოვლენილია 1 202 შემთხვევა, აჭარაში – 469, იმერეთში – 302, ქვემო ქართლში – 259, შიდა ქართლში – 173, გურიაში – 61, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 355, კახეთში – 117, მცხეთა-მთიანეთში – 86, სამცხე-ჯავახეთში – 65, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 28.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,