სოფლის განვითარების სააგენტო ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა პროექტებსა და პროგრამებს ახორციელებს.

სოფლის განვითარების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტისგან მოპოვებული ინფორმაციით, 2018-2020 წლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულია 1,547 ფერმა/ფერმერი და 4 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი.

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამით: 2019-2020 წლებში გაფორმდა 1 ხელშეკრულება, ჯამური თანხით – 12,000 ლარი, საიდანაც თანადაფინანსების მოცულობაა – 8,400 ლარი.

2020 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ერთი ახალი საწარმო გაიხსნა.

აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით, ხარაგაულში 904 ბენეფიციარმა 104 ტონაზე მეტი მოცულობის აგროდიზელის ფასდაკლების ბარათები  მიიღო.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2020 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში გაიცა 1,496,938 ლარის ღირებულების 25 სესხი, სააგენტოს თანადაფინანსებამ  202,098 ლარი შეადგინა.

ამავე პერიოდში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში პროგრამის „დანერგე მომავლი“ კენკროვანი კულტურების თანადაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში დამტკიცებულია 14 განაცხადი. გაშენებული/დაკონტრაქტებული ფართობი შეადგენს 3 ჰა-ს. სააგენტოს დაფინანსების ოდენობამ შეადგინა 80,051 ლარი. დანერგე მომავლის პროგრამის წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის დაფინანსების კომპონენტის ფარგლებში დამტკიცებულია 1 განაცხადი. ფართობი შეადგენს 3 ჰა-ს. სააგენტოს დაფინანსების ოდენობამ შეადგინა 9,000 ლარი.

აგროდაზღვევის პროგრამის განხორციელება საქართველოში 2014 წლიდან დაიწყო. 2014-2020 წლებში აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გაცემულია 261 პოლისი. დაზღვეულია  209,710 ლარის ღირებულების სხვადასხვა კულტურა. სულ 70 ჰა მიწის ფართობი. ჯამში სააგენტოს სუბსიდიის თანხამ შეადგინა 9,429 ლარი.

როგორია სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“  ფარგლებში,  სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართული ფერმერებისა და მეწარმეების სტატისტიკა, საქართველოს მასშტაბით, შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.