ბოლო  24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 3 157 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობამ ახალი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობას გადააჭარბა. დღეს, საქართველოში 3 230 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 65 291-მდე გაიზარდა.

კორონავირუსით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, გარდაიცვალა 30 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 15, აჭარაში – 5, იმერეთში – 7, შიდა ქართლში – 2, ხოლო ქვემო ქართლში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს გარდაცვალების 733 შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი 3 157 შემთხვევიდან, რეგიონების მიხედვით ინფიცირების მაჩვენებელი ასე გამოიყურება: თბილისში გამოვლენილია 1 249 შემთხვევა, აჭარა – 516, იმერეთი – 477, ქვემო ქართლი – 178, შიდა ქართლი – 181, გურია – 82, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 212, კახეთი – 70, მცხეთა-მთიანეთი – 121, სამცხე-ჯავახეთი – 60, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11.