ხარაგაულის ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ „წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისგან“ ახალი წიგნები მიიღო.

ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის საბიბლიოთეკო მიმართულების ხელმძღვანელის, ნანა ლურსმანაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, ამჯერად ასოციაციისგან 700 ლარი ღირებულების 72 ცალი წიგნი შეიძინეს.

„ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის განახლების პროექტის ფარგლებში ასოციაციამ წიგნები წელს უკე მეორედ გადმოგვცა, – ამბობს ნანა ლურსმანაშვილი, – აგვისტოში 500 ლარის წიგნები მივიღეთ. ეს წიგნები მკითხველებისაგან ყველაზე მოთხოვნადია.

ყოველდღე ათეულობით ადამიანი გვეხმიანება და წიგნების გატანა სურთ, მაგრამ მკითხველებს, გართულებული ეპიდსიტუაციის გამო, ვეღარ ვემსახურებით. იმედია, მდგომარეობა მალე უკეთესობისკენ შეიცვლება“.

„საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია“ ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის განახლების პროექტს მწერალთა სახლისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს.