თბილისში საქართველოს თასის პირველობა  გაიმართა კუნგ ფუ-სანდაში. შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის კუნგ ფუ-სანდას სექციის სპორტსმენები (მწვრთნელი ზვიად კურტანიძე). მოზარდებში პირველ ადგილზე გავიდნენ: გიორგი ებანოიძე, გიორგი ლურსმანაშვილი და გაგა ფურცელაძე. მეორე ადგილის მფლობელებია არიან: ნინო ცხოვრებაძე, თეონა ჭყოიძე და სიმონ გლუნჩაძე. მესამე ადგილი დაიკავეს სოსო ნიქაბაძემ, მელანო ჭიპაშვილმა და გიორგი ფურცელაძემ.

სრულწლოვან სპორტსმენებში ჩემპიონი გახდა შალვა არევაძე, ხოლო ოთარ მანჯავიძე მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა.

ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრი