

2020-2021 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილეობის მიღება მოსწავლეებს დისტანციურად, ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერიდან შეეძლებათ.
ამ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ოლიმპიადისათვის დარეგისტრირებულ ყველა მოსწავლეს საშუალება ექნება შესაბამისი განრიგის მიხედვით, მისთვის სასურველ დროს, 09:00 საათიდან 20:00 საათამდე შევიდეს ვებგვერდზე www.naec.ge და მითითებულ ბმულზე პირადი ნომრისა და პაროლის მითითების შემდეგ შეასრულოს ოლიმპიადისათვის განკუთვნილი დავალებები.
ოლიმპიადის განრიგი ასეთია:
16 ნოემბერი
ქართული ენა და ლიტერატურა;
ფრანგული ენა.
17 ნოემბერი
ისტორია;
ქიმია.
18 ნოემბერი
ინგლისური ენა;
გერმანული ენა.
19 ნოემბერი
მათემატიკა;
ბიოლოგია.
20 ნოემბერი
გეოგრაფია;
ფიზიკა;
რუსული ენა.
დამატებითი ინფორმაციას გაეცანით ამ ბმულზე
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა სამ ტურად ტარდება და თითოეული ტური ეროვნულ სასწავლო გეგმას ეფუძნება. naec-ge-ს ინფორმაციით, წელს ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის სურვილი 30 700-ზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,