

ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის (დირექტორი დავით გელაშვილი) ორგანიზებით სპორტულ დარბაზში გაიმართა შეჯიბრება კალათბურთში 1999-2000 წლებში დაბადებულ გოგონათა შორის გურამ გურგენიძის სახელობის თასზე. შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ ხევის, ნადაბურის, ბორითის, ვერტყვიჭალის, ბორის, ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის გოგონათა ნაკრები გუნდები. ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ ვერტყვიჭალისა და სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის კალათბურთელ გოგონათა ნაკრები გუნდები. 32:25 გაიამარჯვა სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის კალათბურთელმა გოგონებმა (კაპიტანი ნინო ეჯიბაძე). მესამე ადგილზე ხევის საჯარო სკოლის კალათბურთელთა გუნდი გავიდა.
გამარჯვებულები თასითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ
ვეფხვია ღონღაძე
ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის პროგრამების მენეჯერი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,