
„გული მერევა ნერვიულობისგან. სკოლის ექთანი ვარ და მასწავლებელმა დამირეკა, პირველკლასელს სიცხე აქვსო, – წერს სოციალურ ქსელში ნიუ-იორკში მცხოვრები ირმა გაჩეჩილაძე, – ჰოდა, ჩაირთო მთელი აპარატი: სპეციალურად მიმაგრებულმა მასწავლებელმა ჩაიცვა (PPE) სპეციალური ტანსაცმელი, ნიღაბი, თვალებზე მეორე ნიღაბი, ხელთათმანები და ჩაიყვანა ბავშვი სპეციალურ ოთახში.
ახლა მე ჩავიცვი ეს მთელი აღჭურვილობა და ჩავედი ბავშვის გასასინჯად, აქვს თუ არა კოვიდის სიმპტომები. გადაწყვეტილების მიღება ახლა ჩემზეა დამოკიდებული.
მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსი უკვე გადავიტანე და წესით აღარ უნდა შემხვდეს, მთელი ეს პროცესი ისეთი საშინელია, უსუსურობისა და საშინელი შიშის გრძნობა არ გტოვებს.
ბავშვი გავუშვი ექიმთან. მშობლებს, დირექტორს, სუპერვაიზორს, მასწავლებლებს ველაპარაკე და ახლა ვზივარ და მეშინია, ნერვიულობისგან გული არ გამისკდეს.
ეს ჩემზე ნერვიულობა არაა. ეს სკოლაზე, ბავშვებზე, ხალხზე, მსოფლიოზე ნერვიულობაა და უიმედობა მიპყრობს. ეს რა საშინელი გრძნობა ყოფილა.
როგორ მუშაობენ ექთნები საავადმყოფოში?! გმირები ხართ და კიდევ უფრო მეტი!
P.S. ტესტის პასუხს მიღებამდე ამ ბავშვის კლასელები, მასწავლებლები და ყველა, ვისაც კი მასთან შეხება ჰქონდა, კარანტინში გადავიდნენ.
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის