

კოვიდ-19 პანდემიის გავრცელების გამო საქართველოში ვითარება ყოველდღიურად მძიმდება. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ინფიცირებულთა რაოდენობა, უკანასკნელ დღეებში, მუდმივად მზარდია.
ადამიანის უფლებათა ცენტრი განაგრძობს პანდემიით დაზარალებული ადამიანების უფლებების დაცვას თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში. ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით მაღალია მომართვიანობა ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების მხრიდან, რომლებიც ვერ იღებენ საჭირო სამედიცინო მომსახურებას.
გადატვირთული მიმართვიანობის, საავადმყოფოებში საკმარისი ადგილების დეფიციტის გამო, სულ უფრო მეტი ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ექმნება საფრთხე. განსაკუთრებით კრიტიკულია მდგომარეობა რეგიონებში, სადაც არასაკმარისი ინფრასტრუქტურისა და მედპერსონალის დეფიციტის გამო, უკვე შეინიშნება კრიზისის ნიშნები.
ადამიანის უფლებათა ცენტრის ერთ-ერთ ბენეფიციარს, რომელიც ქუთაისში მცხოვრები, 78 წლის, ქრონიკული დააავადების მქონე პაციენტია, მწვავე სიმპტომების მიუხედავად, კვლავ ეზღუდება ჯანმრთელობის დაცვის უფლება და ფაქტობრივად ბედის ანაბრად არის დატოვებული.
აღნიშნული პაციენტის მომვლელს კოვიდ-19 დაუდასტურდა, მოგვიანებით კი, თავადაც გამოუვლინდა სიმპტომები. მას, ოჯახის ექიმის მიმართვის საფუძველზე, ჩაუტარდა გულ-მკერდის რენტგენოგრაფია, რის შემდეგაც დაუდგინდა მარჯვენა ფილტვის ანთება. პირველადი სწრაფი ტესტის შედეგებით, პაციენტს კოვიდ-19 არ დაუდგინდა, შედეგად, იგი ბინაზე მკურნალობას დაექვემდებარა.
რამდენიმე დღეში კი, გართულებული სიმპტომების, სიცხის, გემოს შეგრძნების დაქვეითების, ჰიპერტონიისა და უჰაერობის გამო, პაციენტი უშედეგოდ ითხოვს სტაციონარულ მკურნალობას (თუნდაც საკუთარი ხარჯებით). თუმცა, მისი მოთხოვნა ყოველგვარი რეაგირების გარეშე რჩება.
ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის მხრიდან შესაბამის უწყებებთან არაერთი მიმართვის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის (1505) მეშვეობით, პაციენტი მომლოდინეთა სიაში მოხვდა, თუმცა იგი დღემდე ბინაზე რჩება, საჭირო და აუცილებელი სამედიცინო დახმარების გარეშე.
სამწუხაროდ, არსებული მდგომარეობა უკვე ცხადყოფს კრიზისის უმწვავეს სტადიაში შესვლას. მიუხედავად პირველ ტალღასთან გამკლავებისა, ადამიანების არაერთი უფლების შეზღუდვის ხარჯზე, სამწუხაროდ, ჯანდაცვის სექტორი მოუმზადებელი შეხვდა მეორე ტალღით გამოწვეულ კრიზისს.
ქართული ჯანდაცვის სისტემაში ზოგადად გავრცელებული ნეპოტიზმისა და პროტექციონიზმის ფონზე, კიდევ უფრო საგანგაშო შეიძლება გახდეს პაციენტთა მკურნალობა თანასწორობის პრინციპის განუხრელად დაცვით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ:
საქართველოს ხელისუფლებას:
ადამიანის უფლებათა ცენტრი
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური
13 დეკემბერს, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” მე-17 საერთო
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) გამოაქვეყნა ინფორმაცია ბანკის მიერ საქართველოს