ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თოთხმეტ საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოებმა დირექტორები აირჩიეს.

ვერტყვიჭალის საჯარო სკოლაში, სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, დირექტორი ლენა აბაშიძეა;

ბორის საჯარო სკოლაში – ჰამლეტ ბერაძე;

ღორეშაში – ქეთევან ბარბაქაძე;

წიფაში – გოჩა კვინიკაძე;

ხუნევში – ვეფხვია ლომიძე;

ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში – მარინე ხვედელიძე;

მარელისის საჯარო სკოლაში – ვერა ოდიკაძე;

უბისაში – მარინა სახვაძე;

ზვარეს საჯარო სკოლაში – ნათო შათირიშვილი;

მოლითში – როლანდი ცუცქირიძე;

კიცხში – თამარ წიწილაშვილი;

საღანძილეში – ვარდო ჭიპაშვილი;

ხევში – მერი ხადილაშვილი;

ნადაბურში – დოდო ხაჩიძე.

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროს დავით კიკნაძის ინფორმაციით, იმ სკოლებში, სადაც განათლების სამინისტროს დირექტორობის კანდიდატები არ წარუდგენია,  მოქმედი დირექტორები გააგრძელებენ მუშაობას, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით.

თამთა გოგოლაძე