

– მედია მარტო თქვენი მხარდამჭერი მასობრივი ინფორმაციის საშუალება არაა!
– ვინც ფიქრობთ, რომ კანონი ყველასთვის კანონი უნდა იყოს!
– ვინც იცით, რომ პოლიტიკა მარტო მიტინგი და აგრესიული ქმედება არაა!
– ვინც ხვდებით, რომ ოპოზიციაში ყოფნა მარტო ხელისუფლების დამხობა არაა და საქმის უკეთ გაკეთების სურვილს ნიშნავს!
– ვინც აანალიზებთ, რომ ხელისუფლება მარტო მხარდამჭერების ხელისუფლება არაა!
– ვისაც გიყვართ ადამიანები და ხალხი, რომელთა მოყვანილ პურსაც ჭამს ყველა – პოზიცია–ოპოზიციანად!
– ვინც ფიქრობთ, რომ ხელისუფლებაში ყოფნა სიმდიდრეს არ ნიშნავს და ოპოზიციაში ყოფნა – სიმდიდრეზე თვალის ჭერას!
– ვისაც გედარდებათ ქვეყანა, რომელიც, წესით, მდიდარიც უნდა იყოს, მაძღარიც და ბედნიერიც!
– ვისაც კითხვა არ გეზარებათ და შენიშვნებზე დაფიქრება შეგიძლიათ!
– ვინც ამ ლანძღვა–გინების კორიანტელში დედ–მამის სულს დაუყენებთ საფლავში იდეურ მოწინააღდეგეს!
– ვინც პატივისცემა იცით ამაგდარის, დამაშვრალის, ნიჭიერის, ინიციატივიანის, ახალგაზრდის, ბავშვის, ქალის, კაცის…
– ვისაც კულტურა არ გაძლევთ იმის უფლებას უყვიროთ, აგინოთ, წყევლოთ ადამიანი მხოლოდ იმის გამო, რომ თქვენსავით არ ფიქრობს (თუნდაც სოციალურ ქსელში)!
– ვისაც გეფიქრებათ დაყოფილ–დანაწევრებული ქვეყანა, გაღმა–გამოღმა შემომდავებელთა არმია და ერთი მუჭა საქმის მკეთებელი ადამიანი!
ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელებსა და მედიასივრცეში,
პირველკლასელთა რეგისტრაციის მეხუთე ეტაპი
სტომატოლოგმა სოფო ფხაკაძემ, ორი წლის წინ, ხარაგაულში სტომატოლოგიური კაბინეტი დახურა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბორის საჯარო
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი