ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის, კახა გოლუბიანისგან მოპოვებული ინფორმაციით, მერის წარმომადგენლად დ. ხარაგაულის ადმინისტრაციულ ერთეულში ალექსანდრე ტაბატაძე, ბორითში – ხათუნა ჯობაძე, ხოლო საღანძილეში გიორგი კიკნაძე დაინიშნა.
კახა გოლუბიანი ამბობს, რომ მათმა წინამორბედებმა – ბაქარ ბარბაქაძემ, ზურაბ ბარბაქაძემ და პაატა ფცქილაძემ თანამდებობები საკუთარი განცხადებით დატოვეს.
ბაქარ ბარბაქაძემ საქმიანობა ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრში ტურიზმის მიმართულების ხელმძღვანელად გააგრძელა, პაატა ფცქიალაძე ხარაგაულკეთილმოწყობისა და დასუფთავების უფროსის მოადგილედ დაინიშნა. ზურაბ ბარბაქაძე რიკოთის ავტობანის მშენებლობაზე მუშაობს.
ამ დრომდე მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის, ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურების უფროსები არ დანიშნულან. კახა გოლუბიანი ამბობს, რომ სამსახურის უფროსი შეიძლება ორი წლის განმავლობაში არ დაინიშნოს და მის საქმიანობას „მოვალეობის შემსრულებელი“ ახორციელებდეს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში, „ბავშვის უფლებათა კოდექსიდან“ გამომდინარე, სამ ახალ შტატზე – კოორდინატორის, ინსპექტორისა და სოცმუშაკის – გამოცხადებული ღია კონკურსებით მხოლოდ ინსპექტორი შეარჩიეს.
ხარაგაულის მერიაში ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში ინსპექტორად მამუკა ფერაძე დაინიშნა. მამუკა ფერაძე სხვადასხვა წლებში ვახანის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლად, ხარაგაულის სატყეოში რეინჯერად, ხარაგაულის მერიის მიწის აღიარების კომისიაში მუშაობდა. ბოლო ერთი წელია, მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში სკოლის ტრანსპორტის სვლა-გეზების შემოწმება ევალებოდა.
კახა გოლუბიანის ინფორმაციით, „კოორდინატორისა და სოცმუშაკის შტატებზე ღია კონკურსი უახლოეს დღეებში ხელმეორედ გამოცხადდება, რადგან მონაწილეებმა წინა კონკურსში პირობები ვერ დააკმაყოფილეს“.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი