

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 2 927 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. 2 470 პაციენტმა კი ვირუსი დაამარცხა. სამწუხაროდ, გარდაიცვალა 24 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 13 ადამიანი, აჭარაში – 5, იმერეთში – 4, შიდა ქართლში – 1, ხოლო კახეთში – 1 ადამიანი.
2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 499 გარდაცვალების შემთხვევა.
დღეს გამოვლენილი 2 927 შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე გამოიყურება: თბილისში გამოვლენილია 1 033 შემთხვევა, აჭარაში – 411, იმერეთში – 782, ქვემო ქართლში – 130, შიდა ქართლში – 74, გურიაში – 53, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 150, კახეთში – 133, მცხეთა-მთიანეთში – 79, სამცხე-ჯავახეთში – 59, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 23.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,