

ხარაგაულის #2 საჯარო სკოლა და ხარაგაულის გიმნაზია 9 ნოემბრიდან, ერთი კვირით, სასწავლო პროცესს დისტანციურად გააგრძელებენ.
ეს ინფორმაცია ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მარინა ვეფხვაძემ დაგვიდასტურა.
დღეს, 7 ნოემბერს, ხარაგაულში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა. მათგან ერთი ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის პედაგოგია, ხოლო ორი – ამავე სკოლის მოსწავლეები არიან.
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლა, უკვე რამდენიმე დღეა, დისტანციურ სწავლებაზეა გადასული.
ხარაგაულის #2 საჯარო სკოლისა და გიმნაზიის დისტანციურ სწავლებაზე გადასვლით, კორონავირუსის გავრცელების რისკი უნდა შემცირდეს.
9 ნოემბრიდან 16 ნოემბრამდე სააღმზრდელო პროცესი ასევე შეწყდება ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ოცივე საბავშვო ბაღში.
ხარაგაულში, პირველად დაფიქსირებიდან დღემდე, კორონავირუსით სულ 28 პირი დაავადდა. მათგან, ჯერჯერობით, მხოლოდ 4 გამოჯანმრთელდა. დღეისათვის თვითიზოლაციაში 74 ადამიანი იმყოფება.
ყველას ჯანმრთელობასა და სიმშვიდეს გისურვებთ და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების დაცვას გირჩევთ – დახურულ და ღია სივრცეებშიც ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია და პირადი ჰიგიენა.
ყველაფერი კარგად იქნება!
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,