ხარაგაულმა, დიდი ხანია, „მწვანე ზონის“ სტატუსი დაკარგა. აქ კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა დღითიდღე იმატებს. გუშინ ვირუსი დაუდასტურდა ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის პედაგოგ ნანა ნებიერიძეს. სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზეა.
როგორ გრძნობს თავს და რას ურჩევს თანამოქალაქეებს, – ქალბატონ ნანას რამდენიმე შეკითხვით დავუკავშირდით.
– ქალბატონო ნანა, როგორ ფიქრობთ, საიდან შეგხვდათ ვირუსი და რა სიმპტომებით გამოიხატა ის?
– წარმოდგენა არ მაქვს, ვისგან გადამედო. რეკომენდაციებს სრულად ვიცავდი. შაბათ-კვირას ცხელება დამეწყო. სიმხურვალეს ვგრძნობდი. ტემპერატურა გავიზომე და 37 გრადუსი მქონდა, შემდეგ მოიმატა და 37.5 გახდა. სწორედ ტემპერატურა აღმოჩნდა მიმანიშნებელი სიმპტომი. თუმცა მანამდე მსუბუქი ხველაც მქონდა. ხველა დღემდე მაქვს. ორშაბათს სკოლაში არ წავედი. არ მინდოდა, სხვისთვის საფრთხე შემექმნა.
– რა მოიმოქმედეთ სიმპტომების გამოვლენის შემდეგ?
– ხარაგაულის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურს დავუკავშირდი. მინდა მადლობა გადავუხადო მათ. დიდი ყურადღება გამოიჩინეს. მოახერხეს და იმ დღესვე გამიკეთეს ტესტი. ორი დღის შემდეგ დადებითი პასუხი მოვიდა. სიცხე რომ დამიფიქსირდა, მას შემდეგ გარეთ აღარ გავსულვარ. მხოლოდ ტესტის ასაღებად წავედი, ოღონდ გზაში კონტაქტი არავისთან მქონია.
– ხართ თუ არა ექიმების ზედამხედველობის ქვეშ?
– ვირუსი რომ დამიდასტურდა, 112-ში დავრეკე. კონსულტაციები ჩამინიშნეს ვიღაც ექიმთან. სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცი ვინაა და რომელი ქალაქიდან. ყოველდღიურად მეკონტაქტება. რომ გითხრათ, რომ რაიმე ღირებულს მიკეთებს, არა, უბრალოდ ჩემს მდგომარეობას კითხულობს.
– თქვენი აზრით, ამ ეტაპზე რამდენად უმკლავდება საქართველოს ჯანდაცვის სისტემა პანდემიას?
– ჩვენს ჯანდაცვის სისტემას ვერ შევაქებ. ანალიზის აღება მინდა, ასევე – ფილტვების გასინჯვა, რადგან სიცხე მაქვს და მახველებს. ვერავინ მოდის, რადგან ინფიცირებული ვარ. სასწრაფოს კი არ აქვს მოსვლის უფლება. საავადმყოფოში გადაყვანაც არ ხდება, შენს ნებაზე. ჰაერის უკმარისობა, ტრომბის ნიშნები და დაბუჟება თუ გაქვს, მხოლოდ ამ შემთხვევაში წაგიყვანენ. თუ მომაკვდავი არ ხარ, პატრონი არ გეყოლება.
– რა რეკომენდაციებს გაძლევთ ექიმი, რომელიც გეკონტაქტებათ?
– ბევრი სითხე მიიღეთ, იმოძრავეთ და დალიეთ კონკრეტული სისხლის გამათხელებლებიო, რომელსაც თვითონ მისახელებენ. სიმპტომურად უნდა იმკურნალო. რაც გაწუხებს, იმის წამალი უნდა დალიო მხოლოდ და ორგანიზმი ბევრი წამლებით არ უნდა გადატვირთო. მე ახლა სიცხის დამწევ მედიკამენტებს ვსვამ. დღეს ტემპერატურა აღარ მქონდა. სიმართლე გითხრათ, ასეთი ზოგადი რჩევები ვერანაირ გარანტიას ვერ გაძლევს და ვერ გამშვიდებს.
– გქონდათ თუ არა კონტაქტი თქვენს ოჯახის წევრებთან?
– დიახ, შვილებთან. ორივეს აუღეს ტესტი და ხვალ იქნება პასუხები. გუშინ საღამოს ერთ-ერთს სიცხე მისცა. მე თვითონ თავს ცუდად არ ვგრძნობ. გაკვეთილებსაც ვატარებ ონლაინ.
– რას ეტყოდით ადამიანებს, რომლებიც შეშინებულები არიან კორონავირუსის გამო?
– განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ სტრესში ჩავარდები, მოგეჩვენება, რომ ყველაფერი გაწუხებს. დადებითად უნდა იყო განწყობილი. საკუთარ თავს უნდა უთხრა, რომ ეს ჩვეულებრივი ვირუსია. აუცილებელია პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა და ხელების ხშირად დაბანა. მე ყველა ამ რეკომენდაციას ვიცავდი, თუმცა საკმარისი არ აღმოჩნდა.
ლიკა ხიჯაკაძე
გამომცემლობა „ჩემი ხარაგაული“ ქალბატონ ნანა ნებიერიძეს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს და მადლობას უხდის გამოცდილების გაზიარებისთვის.
კორონავირუსის ხარაგაულში პირველად დაფიქსირებიდან დღემდე 25 ხარაგაულელი დაინფიცირდა. მათგან ოთხი უკვე გამოჯანმრთელდა.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი