

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, მათგან ერთი ინფიცირებული ხიდარში, ხოლო მეორე – ბორში მცხოვრებია.
ხიდარში მცხოვრები პაციენტი კორონავირუსით დაავადებულისგან დაინფიცირდა. ეს შემთხვევა ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების დაუცველობის შეგეგია.
ბორში მცხოვრები კოვიდინფიცირებულის დაავადების წყარო უცნობია.
ორივე ახალი ინფიცირებულის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ისინი ოჯახის ექიმების მეთვალყურეობით მკურნალობენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დღეისათვის თვითიზოლაციაში 64 პირი იმყოფება.
6 ნოემბრის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით დაავადებულ ხარაგაულელთაგან არავინ გამოჯანმრთელებულა.
ხარაგაულში სულ კორონავირუსით 25 პირი დაავადდა. მათგან 4 უკვე გამოჯანმრთელებულია.
ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელებსა და მედიასივრცეში,
პირველკლასელთა რეგისტრაციის მეხუთე ეტაპი
სტომატოლოგმა სოფო ფხაკაძემ, ორი წლის წინ, ხარაგაულში სტომატოლოგიური კაბინეტი დახურა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბორის საჯარო
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი