

კორონავირუსის გავრცელების შენელების მიზნით, შესაძლოა, საღამოს საათებში ტრანსპორტით გადაადგილება შეიზღუდოს. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ დაწესდება თუ არა შეზღუდვები, ეს დამოკიდებულია თითოეული მოქალაქის ქცევაზე.
„მოვუწოდებ საჯარო და კერძო სექტორის დამსაქმებლებს, თავიანთი თანამშრომლები შეძლებისდაგვარად ამუშაონ სახლიდან, დისტანციურად. ასევე ვთხოვთ ხანდაზმულებს, რომელთაც აქვთ ქრონიკული დაავადებები, მაქსიმალურად შეეცადონ დარჩნენ სახლში.
ჩვენ გავააქტიურებთ დადგენილი წესების კონტროლის მექანიზმს. შეიძლება ეს იყოს ფულადი სანქციებიც. ყველაფერი ჩვენზე, მოქალაქეებზეა დამოკიდებული, რომ ჩვენმა ჯანდაცვის სისტემამ გამართულად იმუშაოს და არ გადაიტვირთოს.
საბჭო განიხილავს წერტილოვანი შეზღუდვების დაწესებას. ეს შეიძლება იყოს საღამოს საათებში ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვა, დიდი სავაჭრო ცენტრების დახურვა კონკრეტულ რაიონებში, სადაც ამის საჭიროება იქნება. მსგავს პრაქტიკას მსოფლიოს ძალიან ბევრი ქვეყანა იყენებს,“ – ამბობს მაია ცქიტიშვილი.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,