

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ამჟამად ორი კოვიდცენტრი ფუნქციონირებს – ხარაგაულისა და ბორითის საავადმყოფოებში.
ხარაგაულის საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, მაკა ქასრაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, ამჟამად კოვიდცენტრად გადაკეთებულ ხარაგაულის საავადმყოფოში 16 კოვიდინფიცირებულია, ხოლო ბორითში – 12.
„ხარაგაულში მყოფი პაციენტებიდან ყველა საშუალო სიმძიმისაა, – აქვთ პნევმონია ანუ ფილტვების ანთება, – ამბობს მაკა ქასრაშვილი, – ამ პაციენტებიდან არც ერთი ხარაგაულელი არაა.
ხარაგაულის კოვიდცენტრიდან 14 განკურნებული პაციენტი უკვე გაეწერა.
ხარაგაულის საავადმყოფოს დირექტორი გიორგი ამურველაშვილი ამბობს, რომ ბორითის კლინიკაში მოთავსებული 12 პაციენტიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა. ბორითის კოვიდკლინიკაში ერთი ხარაგაულელი პაციენტი მკურნალობს.
ხარაგაულელმა პაციენტებმა, რომლებსაც სხვა სამედიცინო მომსახურება სჭირდებათ, უნდა მიმართონ თავიანთ ოჯახის ექიმს, რომელიც პირველად დახმარებას გაუწევს და საჭიროების შემთხვევაში სხვა საავადმყოფოში გადაამისამართებს.
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური
13 დეკემბერს, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” მე-17 საერთო
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) გამოაქვეყნა ინფორმაცია ბანკის მიერ საქართველოს