„ლექსო, არ დაიკარგები“ – ამ დევიზით ქუთაისის ოპერის თეატრში ფოლკლორის საღამო გაიმართა, რომელშიც ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი (დირექტორი მაია ბლუაშვილი) მონაწილეობდა. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლმა შეარჩია სახალხო მთქმელები – ნიკო წიკლაური და ზინაიდა ნამგალაური, რომლებიც თავიანთი კაფიებით ღირსეულად წარდგნენ მაყურებლის წინაშე. კომპეტენტურმა ჟიურიმ (ეთერ თათარაიძე, ამირან არაბული) განსაკუთრებით მოიწონა და მაღალ დონეზე შეაფასა ხარაგაულის სახალხო მთქმელების გამოსვლა. მათ სურვილი გამოთქვეს, რომ ცალკე გაიმართოს ნიკო წიკლაურისა და ზინაიდა ნამგალაურის შემოქმედების საღამო ფართო აუდიტორიის წინაშე.

ანა გაჩეჩილაძე

ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ფსიქოლოგი