1 ნოემბრიდან ბაზარზე განთავსებული რძის ნაწარმის ეტიკეტზე, რომელიც წარმოებულია ნედლი რძის გამოყენებით, ხედვის ძირითად არეალში, სურსათის დასახელებასთან ერთად, უნდა იყოს მკვეთრი მინიშნება და მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს – „დამზადებულია ნედლი რძისაგან“.

ამგვარად მომხმარებლები უფრო ადვილად გაარკვევენ, თუ რომელი პროდუქტია ნედლი რძისაგან დამზადებული.
იხ. მთავრობის დადგენილება.