

დღეს, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 2295 ადამიანი დაინფიცირდა. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირებიდან დღემდე. მზარდია გამოჯანმრთელებულების რაოდენობაც. 2537 პაციენტმა ვირუსი დაამარცხა. გარდაიცვალა 19 ადამიანი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას კვლავ მოუწოდებს პირბადის ტარებისკენ, რომელიც ყველაზე მძლავრი იარაღია ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად.
„ერთი წლის განმავლობაში პირბადე უნდა იყოს ჩვენი ცხოვრების თანამგზავრი. პირბადეს აქვს ძალიან დიდი დამცველობითი უნარი. ბევრმა პრაქტიკულმა შემთხვევამ აჩვენა ეს. იქ, სადაც პირბადით ვართ, გავრცელების მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,