

საქსტატმა ოქტომბრის ინფლაციის მაჩვენებელი გამოაქვეყნა.ამ მონაცემების მიხედვით, ოქტომბერში წლიური ინფლაციის დონემ 3.8 % შეადგინა. ქვემოთ მოცემულია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება.
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.9 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.28 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (7.2 %), ბოსტნეული და ბაღჩეული (5.3 %), რძე, ყველი და კვერცხი (2.7 %). ამასთან, ფასების კლება დაფიქსირდა ხილსა და ყურძენზე (-9.7 %);
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ფასები მომატებულია 5.4 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.18 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაზრდილია როგორც ფეხსაცმლის (8.6 %), ასევე ტანსაცმლის (3.2 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;
ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 1.2 პროცენტით, რაც 0.1 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასები გაზრდილია სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (2.9 %);
ტრანსპორტი: ამ ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.8 პროცენტით, რაც 0.09 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (1.2 %) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (0.3 %).
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური
13 დეკემბერს, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” მე-17 საერთო
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) გამოაქვეყნა ინფორმაცია ბანკის მიერ საქართველოს