

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კვლავ იზრდება. დღეს ინფექცია 1 943 ადამიანს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელებულების კუთხით პოზიტიური მაჩვენებელი ნარჩუნდება. კორონავირუსი 1 833 ადამიანმა დაამარცხა. 20 პაციენტი გარდაიცვალა.
თბილისისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე ნაწილდება: თბილისში გამოვლენილია 650 შემთხვევა, აჭარაში – 506, იმერეთში – 324, ქვემო ქართლში – 46, შიდა ქართლში – 100, გურიაში – 47, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 200, კახეთში – 23, მცხეთა-მთიანეთში – 39, სამცხე-ჯავახეთში – 4, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 4.
დამაიმედებელი პროგნოზები არსებობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ ვაქცინის კლინიკური ცდები უკვე რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობს.
„გაზაფხულიდან მსოფლიოში უკვე რამდენიმე ვაქცინა იქნება. ჯერ, რა თქმა უნდა, ის ქვეყნები მომარაგდებიან, რომლებიც თავად აწარმოებენ მას. მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება სხვა ქვეყნებში მისი შემოტანა“, – ამბობს პაატა იმნაძე.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,