ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თოთხმეტი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოებს დირექტორობის კანდიდატები წარედგინათ ასარჩევად.

ვერტყვიჭალის საჯარო სკოლაში, განათლების მინისტრის 2014 წლის 17 ნოემბრის #1281 ბრძანებით, ლენა აბაშიძეა წარდგენილი;
ბორის საჯარო სკოლაში – ჰამლეტ ბერაძე;
ღორეშაში – ქეთევან ბარბაქაძე;
წიფაში – გოჩა კვინიკაძე;
ხუნევში – ვეფხვია ლომიძე.
დირექტორობისთვის ორი კანდიდატი იბრძოლებს ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში – დალი ლურსმანაშვილი და მარინე ხვედელიძე;
მარელისის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს ვერა ოდიკაძე წარუდგინა განათლების მინისტრმა;
უბისის სკოლის სამეურვეო საბჭოს – მარინა სახვაძე.
ზვარის სკოლაში წარდგენილია ნატო შათირიშვილი;
მოლითში – როლანდი ცუცქირიძე;
კიცხში – თამარ წიწილაშვილი;
საღანძილეში – ვარდო ჭიპაშვილი;
ხევში – მერი ხადილაშვილი;
ნადაბურში – დოდო ხაჩიძე.

შეგახსენებთ, რომ დირექტორობის წარდგენილმა სერტიფიცირებულმა კანდიდატებმა უკვე წარმატებით გადალახეს კონკურსის ტესტირებისა და გასაუბრების ეტაპები.

სკოლების სამეურვეო საბჭოებისთვის წარდგენილ დირექტორობის კანდიდატებს წარმატებებს ვუსურვებთ არჩევნებში.