

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის პრევენციისათვის ხუთ ძირითად ღონისძიებაზე ისაუბრა.
„გლობალურად ინფიცირებულთა რაოდენობა 47 მილიონს მიახლოვდა, – ამბობს ამირან გამყრელიძე, – დღეს მსოფლიოში 437 ათასი დაინფიცირდა. სამწუხაროდ, კორონავირუსით გარდაცვლილია 1 200 000 პაციენტი.
მსოფლიოში კორონავირუსით დაავადებულთა მილიონიან მაჩვენებელს უკვე გადასცილდა ცხრა ქვეყანა, მათ შორის ოთხი ევროპაში – დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, რუსეთი.
ინფიცირების მზარდი მაჩვენებელია ყოველდღიურად საქართველოში. ამ დროისათვის ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსის 42 579 შემთხვევაა დადასტურებული.
შემთხვევათა ზრდა ფიქსირდება და ეს მოსალოდნელიც იყო შემოდგომის სეზონზე. პროგნოზების მიხედვით, შემთხვევათა რაოდენობა კვლავ მზარდი დარჩება, ამიტომ მაქსიმალური ყურადღებაა საჭირო პრევენციულ ღონისძიებებზე.
პრევენციული ღონისძიებებიდან ხუთ მთავარ ღონისძიებას ვასახელებთ:
კორონავირუსული ინფექცია უკან არ იხევს. ჯერჯერობით, არც ვაქცინაა და არც პირდაპირი მოქმედების წამალი არსებობს. ერთადერთ იარაღად ეს ხუთი პრევენციული ღონისძიება რჩება. დაახლოებით ერთი წელიწადი კიდევ დაგვჭირდება ამ რეკომენდაციების დაცვა, სანამ შეიქმნება ვაქცინა ან წამალი, რომელიც ფართო ხმარებაში გამოვა, სანამ ეს ვირუსი უფრო შესუსტდება. ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ, რომ ეს პრევენციული ღონისძიებები ყველამ დავიცვათ“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური
13 დეკემბერს, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” მე-17 საერთო
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) გამოაქვეყნა ინფორმაცია ბანკის მიერ საქართველოს