
დღეს საქართველოში კორონავირუსის 1 852 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
გამოჯანმრთელდა 1 696 ადამიანი. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 7 ადამიანი, მათგან 6 აჭარაში, ხოლო 1 – კახეთში.
1 852 ახალი შემთხვევიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე გამოიყურება:
თბილისში გამოვლენილია 650 შემთხვევა, აჭარაში – 389, იმერეთში – 441, ქვემო ქართლში – 68, შიდა ქართლში – 51, გურიაში – 28, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 114, კახეთში – 20, მცხეთა-მთიანეთში – 51, სამცხე-ჯავახეთში – 27, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 13.
ამირან გამყრელიძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას რეკომენდაციების დაცვისკენ.
„უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რომელზედაც ხშირად ვსაუბრობთ და შეიძლება თავი შეგაწყინეთ კიდეც, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ, – აუცილებელია პირბადის ტარება, არა მხოლოდ დახურულ სივცეში, არამედ მკაცრად რეკომენდებულია მისი გამოყენება ღია სივრცეშიც.
მნიშვნელოვანია დისტანციისა და პირადი ჰიგიენის დაცვა. ხელები უნდა დავიბანოთ ხშირად და დავიმუშაოთ სადეზინფექციო საშულებებით. არ უნდა გავმართოთ დიდი თავყრილობები. მცირე შეკრებები ღია სივცეში უნდა გაიმართოს.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას, რათა პანიკა არ გავრცელდეს. სიტუაცია არის ძალიან საყურადღებო, მაგრამ თუ რეკომენდაციებს დავიცავთ და სამედიცინო პერსონალს დავუჯერებთ, ჩვენ ამ ინფექციას დავძლევთ“.
9 მაისს ევროკავშირი თავისი დაარსების თარიღს აღნიშნავს. 1950 წლის სწორედ
დღეს, 7 მაისს, „ქართული ოცნების“ ყრილობა
საქართველოსგან ევროკავშირთან გაფორმებული
2025 წლის 6 მაისს, თბილისის დროით ღამის სამი საათისათვის,
12 მაისს მართლმადიდებელი სამყარო ანდრიაობას ზეიმობს.