

ამ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ავრცელებს.
მისივე თქმით, 100 000 დოზას კიდევ მიიღებენ.
„საკმაოდ აქტიურად ვიმუშავეთ და გრიპის ვაქცინა გუშინ ღამე დავარიგეთ საქართველოს თითქმის ყველა რაიონში, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ, – რისკჯგუფებს აცრისკენ მოვუწოდებ.
ფართო რისკჯგუფებია: სამედიცინო პერსონალი, დიაბეტით დაავადებულები, 65 წელს ზემოთ მყოფი პირები, რომელთაც აქვთ გულ-სისხლძარღვთა და ფილტვის ქრონიკული დაავადებები. აიცრება ჯარის ნაწილი და პატრული.
რისკჯგუფებში შემავალმა პირებმა იმ პოლიკლინიკებს უნდა მიაკითხონ, რომელთაც აქვთ ამცრელი კაბინეტები“.
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გრიპის ვირუსი ცირკულაციას, სავარაუდოდ, ნოემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყებს.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, გრიპის ვაქცინა იმერეთის რეგიონულ ცენტრში მიიღეს და ხარაგაულში უახლოეს დღეებში შემოიტანენ.
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური
13 დეკემბერს, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” მე-17 საერთო
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) გამოაქვეყნა ინფორმაცია ბანკის მიერ საქართველოს