

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 1696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა, ქვეყანაში კორონავირუსის პირველად დადასტურებიდან ამ დრომდე, 37 263-მდე გაიზარდა.
გამოჯანმრთელდა 2906 პაციენტი. 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.
რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები შემდეგნაირად გამოიყურება:
თბილისში გამოვლენილია 683 ახალი შემთხვევა, აჭარაში – 381, იმერეთში – 313, ქვემო ქართლში – 117, შიდა ქართლში – 59, გურიაში – 18, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 60, კახეთში – 19, მცხეთა-მთიანეთში – 1, სამცხე-ჯავახეთში – 34, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 11.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, 0-1 წლამდე ინფიცირებულია 433 პაციენტი, 2-13 წლამდე – 4058 პაციენტი (18%), 19-29 წლამდე – 5000 პაციენტი (16%), 30-59 წლამდე – 50%, 60-69 წლამდე – 18%, 70-89 წლამდე – 2%.
რაც შეეხება სიკვდილიანობას, გარდაცვლილთა 15% 60 წლამდე ასაკისაა, 30% – 60-70 წლის, 53% – 70 წელს ზემოთ.
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური
13 დეკემბერს, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” მე-17 საერთო
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) გამოაქვეყნა ინფორმაცია ბანკის მიერ საქართველოს