
დღეს საქართველოში კორონავირუსის 1 709 შემთხვევა დადასტურდა. შეინიშნება პოზიტიური მაჩვენებელი გამოჯანმრთელებულთა კუთხით. ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსისგან 2 075 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 20 პაციენტი.
რეგიონების მიხედვით ინფიცირებულთა რაოდენობა ასე გამოიყურება:
თბილისში გამოვლენილია 445 შემთხვევა, აჭარაში – 437, იმერეთში – 388, ქვემო ქართლში – 32, შიდა ქართლში – 125, გურიაში – 35, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 151, კახეთში – 40, მცხეთა-მთიანეთში – 12 და სამცხე-ჯავახეთში – 44.
მოსახლეობის გარკვეული ნაწილი პირბადეს არასწორად იყენებს. პირბადის არასწორი გამოყენება კი ვირუსის გავრცელებას არ აჩერებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, ვირუსის პრევენციის მიზნით ნიღბის სწორად გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია. პირბადის ტარების გარდა, დაცული უნდა იყოს სხვა რეკომენდაციებიც. მხოლოდ პირბადის ტარება პრევენციის გარანტი ვერ გახდება.
„მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ყველაზე უფრო ეფექტურია სამშრიანი სამედიცინო პირბადე. ეფექტურობით გამოირჩევა ორშრიანი სამედიცინო ნიღაბიც. გარკვეული შემაკავებელი უნარი გააჩნია ნაჭრის მრავალშრიან ნიღბებს. რაც უფრო მეტ შრიანია ნიღაბი, ის უფრო კარგად აკავებს ვირუსის გავრცელება.
ბევრ ადამიანს სამედიცინო ნიღაბი არასწორი მიმართულებით უკეთია. ორფერიანი სამედიცინო ნიღაბი შემდეგნაირად უნდა გავიკეთოთ: მუქი ფერი გარეთ უნდა იყოს, ღია კი შიგნით. მუქი ფერი არის წვეთების ამრეკლი შრე; შიდა, ღია ფენა კი შემწოვი. ეს ნიღბები არის ერთჯერადი და არ ექვემდებარება მრავალჯერად გამოყენებას. არ შეიძლება მისი გაუთოვება და გარეცხვა. მოხმარების ხანგრძლივობა შემოიფარგლება მანამ, სანამ არ დაიორთქლება. ეს შეიძლება მოხდეს ძალიან სწრაფად, ან მაქსიმუმ გახანგრძლივდეს 5 საათი. ერთი და იმავე ნიღბის მუდმივად გამოყენება მიუღებელია“, – ამბობს ხათუნა ზახაშვილი.
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის