

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 1824 შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 23 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 1262-ით გაიზარდა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, დღეს თბილისში 712 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რაც შეეხება სხვა რეგიონებს, ინფიცირებულთა რაოდენობა ასე გამოიყურება:
აჭარაში – 545 შემთხვევა, იმერეთში – 305, ქვემო ქართლში – 48, შიდა ქართლში – 56, გურიაში – 24, სამეგრელო და ზემო-სვანეთში – 63, კახეთში – 23, მცხეთა-მთიანეთში -22, სამცხე-ჯავახეთში – 22, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 4.
რაც შეეხება ხარაგაულში არსებულ ეპიდსიტუაციას, თვითიზოლაციაში რჩება 32 პირი. დადასტურებულია კორონავირუსის 5 შემთხვევა. ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, შმაგი ხიჯაკაძის თქმით, მიიღეს ინფორმაცია სამ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტზე. ისინი ხარაგაულის ტერიტორიაზე არ ცხოვრობენ. მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება.
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური
13 დეკემბერს, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” მე-17 საერთო
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) გამოაქვეყნა ინფორმაცია ბანკის მიერ საქართველოს