

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს რაიმე ჩივილი აწუხებს, – აქვს ტემპერატურა, ახველებს, ან ვირუსისთვის დამახასიათებელი სხვა რაიმე სიმპტომი აღენიშნება, კორონავირუსზე ტესტირებისთვის ზესტაფონისა და ქუთაისის ცხელების ცენტრებს უნდა მიმართოს.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი სავალდებულო ტესტირებას მხოლოდ სამედიცინო პერსონალს უკეთებს.
ჯანდაცვის სამინისტროდან მოპოვებული ინფორმაციით, თუკი პირი სავალდებულო ტესტირებას არ ექვემდებარება, მაგრამ სურს ტესტიება ჩაიტაროს, მან თავად უნდა მიმართოს იმ ლაბორატორიებს, სადაც PCR ტესტირება კეთდება. ქვეყნის მასშტაბით ასეთი 25 ლაბორატორიაა.
ტესტირების ღირებულება 110 ლარიდან 220 ლარამდე მერყეობს და თანხა პასუხების მიღების ვადებზეა დამოკიდებული.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,