

ხარაგაულის ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია კანალიზაციის სისტემის მოწყობის შემდეგ დაიწყება.
ეს ინფორმაცია პარლამენტარმა კობა ლურსმანაშვილმა მოგვაწოდა.
ხარაგაულში საკანალიზაციო სისტემის პროექტირება-მშენებლობისთვის ტენდერი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ დღეს, 23 ოქტომბერს, გამოაცხადა.
ამ ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ ხარაგაულში საკანალიზაციო სისტემა ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვეში უნდა მოაწყოს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თამარ ჯაფარიძესგან მოპოვებული ინფორმაციით, „ძირულა-ხარაგაული-მოლითის საავტომობილო გზის მშენებელი კომპანია „ბლექსი გრუპი“ დაბა ხარაგაულის მონაკვეთზე გზის რეაბილიტაციას კანალიზაციის სისტემის მოწყობამდე აყოვნებს. გზის დანარჩენ პერიმეტრზე სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს“.
ძირულა-ხარაგაული-მოლითის გზის მშენებლობა 2021 წელს უნდა დასრულდეს.
თბილისში, ალკოჰოლური სასმელების
განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების