

დღეს , საქართველოში კორონავირუსის რეკორდული 1759 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 5 პირი. რეგიონების მიხედვით ინფიცირებულთა რაოდენობა ასე ნაწილდება:
თბილისი- 689;
აჭარა-487;
იმერეთი-396;
ქვემო ქართლი-36;
შიოდა ქართლი-35;
გურია-17;
სამეგრელო-ზემო სვანეთი-69;
კახეთი-24;
მცხეთა მთიანეთი-12;
სამცხე-ჯავახეთი-30;
რაჭა- ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-7;
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მკაცრად რეკომედებულია ღია სივრცეშიც პირბადის ტარება.
„თუ ჩვენ დავიცავთ რეკომენდაციებს, როგორებიცაა პირბადის ტარება და დისტანცირება, მაშინ ვირუსის გავრცელება 70%-ით შემცირდება. სამ ქალაქში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, სადაც ეპიდემიოლოგიური ვითარება შედარებით მძიმეა, მკაცრი რეკომენდაციაა ღია სივრცეებში პირბადის ტარების. ეს გაკონტროლდება შესაბამისი ორგანოების მხრიდან“, -აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,