

ადამიანის უფლების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, ქალაქ ზუგდიდში ბანკის ოფისზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე გამოძიება აწარმოოს მაქსიმალურად ეფექტურად, გამჭვირვალედ და უზრუნველყოს საზოგადოების სათანადოდ ინფორმირება.
ამავდროულად, ეს ორგანიზაცია მოუწოდებს პოლიტიკოსებსა და საჯარო პირებს, თავი შეიკავონ ამ ფაქტით მანიპულირებისგან პოლიტიკური და ვიწრო პარტიული მიზნებისთვის.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს ზუგდიდში მდებარე ერთ-ერთი ბანკის ოფისში შეიჭრა მძიმედ შეიარაღებული თავდამსხმელი, მძევლად აიყვანა ოფისში მყოფი 43 მოქალაქე და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ მოითხოვა როგორც ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტია, აგრეთვე 500,000 აშშ დოლარი.
პოლიციამ თავდამსხმელის მოთხოვნები დააკმაყოფილა და სანაცვლოდ, 22 ოქტომბრის დილის საათებში მძევლად აყვანილი ყველა მოქალაქე გათავისუფლდა.
უპირველეს ყოვლისა, EMC სოლიდარობას უცხადებს ინციდენტში მონაწილე მოქალაქეებსა და მათი ოჯახის წევრებს; აგრეთვე აფასებს სამართალდამცავების მიერ გაწეულ ძალისხმევას, რათა მძევლად აყვანილი თითოეული მოქალაქე უვნებლად და მშვიდობიანად გადარჩენილიყო.
მისასალმებელია, რომ სახელმწიფომ ამ ინციდენტში არჩევანი გააკეთა მძევლად აყვანილი მოქალაქეების სიცოცხლის სასარგებლოდ და არ გაზარდა მათი უსაფრთხოების ხელყოფის რისკები, დამნაშავის დაკავების ინტერესით.
ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ მსგავსი ექსტრემალური შემთხვევები სერიოზულ საფრთხეს უქმნის რიგითი მოქალაქეების უსაფრთხოების განცდას და საზოგადოებრივ წესრიგს ქვეყანაში.
შესაბამისად, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, უმოკლეს დროში უზრუნველყოს თავდამსხმელის დაკავება და მის მიმართ სამართლებრივი პროცესების წარმართვა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია:
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური
13 დეკემბერს, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” მე-17 საერთო
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) გამოაქვეყნა ინფორმაცია ბანკის მიერ საქართველოს