გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 887 შემთვევა დაფიქსირდა.  გამოჯანმრთელდა 246  და გარდაიცვალა 11 პაციენტი. ქვეყანაში 70-ზე მეტი კრიტიკულად მძიმე პაციენტია.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე მოსახლეობას მოუწოდებს ჩაიტარონ გრიპის ვაქცინაცია.

„დღეისათვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ისევ აჭარაშია. აქ 342 ახალი შემთვევა დადასტურდა . თბილისში-277 შემთხვევაა, იმერეთში-198 , აქ გუშინდელთან შედარებით მომატებულია კოვიდინფიცირებულთა მაჩვენებელი, სამეგრელო- ზემო სვანეთში-22, გურიაში-11, შიდა ქართლში-12, ქვემო ქართლში-3, მცხეთა- მთიანეთში-10, კახეთში-7, სამცხე-ჯავახეთში-3, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში- 2 ახალი შემთხვევა.

რაც შეეხება გარდაცვლილებს, თბილისში  5 პაციენტი დაიღუპა, ბათუმში-3, იმერეთში -2, გორში კი – 1.

ამ ეტაპზე გრიპის ვაქცინაციის ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია. მოვუწოდებ მოსახლეობას ჩაიტარონ ვაქცინაცია. ეს დაგვიცავს ორი ინფექციის ერთად შეხვედრისგან, რაც არ დაამძიმებს კოვიდ სიტუაციას.  მთავარი მაინც რეგუკლაციების დაცვაა. პირბადის ტარება დაგვიცავს როგორც გრიპისგან, ასევე კორონავირუსისგან”- აღნიშნა მარინა ენდელაძემ.